შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედროების ყოფნა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედროების ყოფნა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ „თვითერში“, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით დაწერა.
„დღეს აღინიშნება 11 წელი საქართველოში რუსეთის შეჭრიდან. შვედეთი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედროების ყოფნა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. მოვუწოდებ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმება“, – წერს მარგოტ ვალსტრომი.
Today marks 11 years since Russia’s invasion of Georgia. Sweden remains staunch supporter of Georgia’s sovereignty & territorial integrity. Russian military presence in Abkhazia & South Ossetia continues in violation of int. law. Call on Russia to implement Six Point Plan of 2008
— Margot Wallström (@margotwallstrom) 7 August 2019