შვედეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თურქეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს
შვედეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თურქეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შვედეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს. ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, თურქული მედია ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, შვედეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის სამინისტროში დაბარება ქალაქ გოტებორგში PKK/YPG/PYD ტერორისტული ჯგუფების მხარდამჭერების მხრიდან 21 ივლისს გამართული პროპაგანდისტული დემონსტრაციები გახდა.

წყაროს ცნობით, შვედეთის საქმეთა დროებით რწმუნებულს აცნობეს ანკარას მტკიცე რეაქცია და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული ქმედებების ჩამდენი პირები გამოვლენილი იქნებიან და მიღებული იქნება შესაბამისი იურიდიული და სამართლებრივი ზომები და გადადგმული იქნება შესაბამისი ნაბიჯები მადრიდის სამიტზე შვედეთს, ფინეთსა და თურქეთს შორის ხელმოწერილი სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში.

როგორც მედია წერს, სამმხრივი მემორანდუმის თანახმად, შვედეთმა და ფინეთმა არ უნდა დაუჭირონ მხარი YPG/PYD/PKK და FETO ტერორისტულ ორგანიზაციებს, თურქეთი კი თავის მხრივ მხარს დაუჭერს ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებას.