შვედეთის საელჩო - ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს, ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას და ამ ისტორიულ გამარჯვებას
შვედეთის საელჩო - ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს, ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას და ამ ისტორიულ გამარჯვებას

საქართველოში შვედეთის საელჩო საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს. საელჩო მილოცვის ტექსტს სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე ავრცელებს.

„ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას და ამ ისტორიულ გამარჯვებას!“, – წერს შვედეთის საელჩო სოციალურ ქსელში.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.

🇬🇪⚽️🎉
ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას და ამ ისტორიულ გამარჯვებას! @GeorgiaGff @GovernmentGeo pic.twitter.com/6MiI9ZXVOh

— Sweden in Georgia (@SwedeninGE) March 26, 2024