შვედეთის ქალაქ მალმეში სროლის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიჭრა

00:29, 19.06.2018

შვედეთის ქალაქ მალმეში სროლის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას Euronews-ი ქალაქის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სროლის ხმა შვედეთის სიდიდით მესამე ქალაქ მალმეს ცენტრალურ ნაწილში გაისმა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ თავდამსხმელმა ცეცხლი ინტერნეტკაფესთან ახლოს გახსნა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევის ადგილს ამჟამად სამართალდამცველები აკონტროლებენ. ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი