შვედეთის ქალაქ მალმეს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, დაკავებულია 15 წლის მოზარდი

23:21, 19.08.2022

შვედეთის ქალაქ მალმეს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, დაშავებულები ქალი და მამაკაცი არიან, თავდამსხმელი კი 15 წლის მოზარდია, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი