შვედეთის ქალაქ გეტებორგში ტრამვაი სწრაფი კვების დახლს შეეჯახა, დაშავებულია შვიდი ადამიანი

11:39, 20.06.2025

შვედეთის ქალაქ გეტებორგში ტრამვაი სწრაფი კვების დახლს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანია დაშავებული.

„ტრამვაიმ მკვეთრი სიჩქარით შეუხვია მარცხენა მხარეს და რელსებიდან გადავიდა. შემდეგ გაიარა ასფალტის ნაწილი და პიცერიას შეეჯახა“, – განაცხადეს პოლიციაში.

შემთხვევის შედეგად შეფერხდა სატრანსპორტო მუშაობა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების სამსახური და პოლიცია.

გამოძიება საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

მსგავსი