შვედეთის პრინცესა წეროვანის დასახლებაში იმყოფებოდა
შვედეთის პრინცესა წეროვანის დასახლებაში იმყოფებოდა

შვედეთის სამეფოს გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია საქართველოში ვიზიტის დასასრულს იძულებით გადაადგილებულ პირთა წეროვანის დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც ის ადგილობრივ მეწარმე ქალებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა, ასევე ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც იძულებით გადაადგილებული პირები ყოველდღიურ ცხოვრებაში დგანან.