შვედეთის პრემიერი - ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე თანხმობისთვის თურქეთი ძალიან ბევრს ითხოვს
ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე თანხმობისთვის თურქეთი ძალიან ბევრს ითხოვს, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა.
„თურქეთმა დაადასტურა, რომ ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ვთქვით. მაგრამ თურქეთი ასევე ამბობს, რომ სურს ის, რაც ჩვენ არ შეგვიძლია, რისი მიცემაც არ გვინდა“, – აღნიშნა შვედეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.
ულფ კრისტენსენის განცხადებით, თურქეთი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა დრო უცნობია.
თურქეთი შვედეთისგან იმ ადამიანების გადაცემას ითხოვს, რომლებსაც, ქვეყნის ხელისუფლების მტკიცებით, კავშირი აქვთ ფეთჰულა გიულენთან და ქურთულ ორგანიზაციებთან. დეკემბრის ბოლოს ანკარამ გამოხატა უკმაყოფილება, როდესაც შვედეთის უზენაესმა სასამართლომ დაბლოკა ჟურნალისტის ექსტრადირება, რომელსაც, თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, ცნობილ მქადაგებელთან, ფეთჰულა გიულენთან აქვს კავშირი. ერდოღანის ხელისუფლება 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში სწორედ გიულენს ადანაშაულებს.