შვედეთის პრემიერი - ჩვენ წინ წამოვწევთ უფრო ახლო ეკონომიკური კავშირის აუცილებლობას თურქეთთან, საბაჟო კავშირის მოდერნიზაციას, უკეთესი სავიზო რეგულაციების საკითხს
შვედეთის პრემიერი - ჩვენ წინ წამოვწევთ უფრო ახლო ეკონომიკური კავშირის აუცილებლობას თურქეთთან, საბაჟო კავშირის მოდერნიზაციას, უკეთესი სავიზო რეგულაციების საკითხს

ჩვენ წინ წამოვწევთ უფრო ახლო ეკონომიკური კავშირის აუცილებლობას თურქეთთან, საბაჟო კავშირის მოდერნიზაციას, უკეთესი სავიზო რეგულაციების საკითხს, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრიტერსონმა ნატო-ს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შვედეთის პრემიერს კითხვა დაუსვეს თურქეთის პოზიციაზე შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე.

„ყველასთვის კარგად ცნობილია შვედეთის პოზიცია, რომელიც მხარს უჭერს ევროპისა და თურქეთის კავშირს. ახლა კი ჩვენ წინ წამოვწევთ უფრო ახლო ეკონომიკური კავშირის აუცილებლობას თურქეთთან, საბაჟო კავშირის მოდერნიზაციას, უკეთესი სავიზო რეგულაციების საკითხს. არსებობს ნოყიერი საფუძველი თანამშრომლობისთვის. შვედეთის პოზიცია ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით ათწლეულებს ითვლის და ამაში არაფერია ახალი. ჩვენ ევროკავშირში ცოტა ხნის წინ შევთანხმდით კიდეც, თუ როგორ უნდა განვაახლოთ მოლაპარაკებები თურქეთთან თანამშრომლობაზე. ამიტომ ამაში არაფერი ახალი არაა. თუმცა კარგია“, – განაცხადა შვედეთის პრემიერმა.

ცნობისთვის, გუშინ გახდა ცნობილი, რომ თურქეთის მხარს დაუჭერს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას, სანაცვლოდ კი შვედეთი თურქეთის ევროკავშირთან დაახლოებას შეუწყობს ხელს.