შვედეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა არჩევიდან რამდენიმე საათში დატოვა
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა არჩევიდან რამდენიმე საათში დატოვა

შვედეთის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა პარლამენტის მიერ მისი დამტკიცებიდან რამდენიმე საათში დატოვა.

როგორც „ბიბისი“ წერს, მაგდალენა ანდერსონმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და სანაცვლოდ, ოპოზიციის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს მიემხრო.

შედეგად, კოალიციური მთავრობიდან პრემიერის მოკავშირე „მწვანეთა პარტია“ გავიდა და მიზეზად კენჭისყრით უკმაყოფილება დაასახელა.

მაგდალენა ანდერსონის თქმით, კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, კოალიციური მთავრობიდან რომელიმე პარტიის გასვლის შემთხვევაში, მთავრობა უნდა გადადგეს. მისი განმარტებით, მას არ სურს, მართოს მთავრობა, რომლის ლეგიტიმურობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ამასთან, პრემიერობიდან გადამდგარი მაგდალენა ანდერსონი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მას მხარს, როგორც ერთპარტიული მთავრობის ლიდერს ხელახლა დაუჭერს.

დატოვე კომენტარი