შვედეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მაგდალენა ანდერსონი დაამტკიცა
შვედეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მაგდალენა ანდერსონი დაამტკიცა

შვედეთს პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ქვეყნის პარლამენტმა სოციალ-დემოკრატების ლიდერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი მაგდალენა ანდერსონი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა.

54 წლის ანდერსონის კანდიდატურას პარლამენტმა მას შემდეგ დაუჭირა მხარი, რაც სოციალ-დემოკრატებმა შეძლეს კოალიციური შეთანხმების გაფორმება კომუნისტურ მემარცხენე პარტიასთან.

ახალდანიშნული პრემიერი პირველივე დღეს საბიუჯეტო კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. დღეს პარლამენტში მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტს უყრიან კენჭს. სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ პროექტი სავარაუდოდ ხმების საკმარის რაოდენობას ვერ დააგროვებს.