შვედეთის პრემიერ-მინისტრმა არჩევნების წაგება აღიარა და თანამდებობას ტოვებს
შვედეთის მემარცხენე სოციალ-დემოკრატმა პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა არჩევნების წაგება აღიარა და თანამდებობას 15 სექტემბერს დატოვებს.
ხმების დათვლის შემდეგ, არჩევნებში გამარჯვება ოთხი პარტიისგან შემდგარმა მემარჯვენე ბლოკმა მოიპოვა. მაგდალენა ანდერსონმა, რომელიც გასულ წელს ქვეყნის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა, განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით, მისმა ოპონენტებმა გაიმარჯვეს.
როგორც მედია წერს, შედეგები აჩვენებს, რომ „ზომიერები“, „შვედეთის დემოკრატები“, „ქრისტიან-დემოკრატები“ და „ლიბერალები“ ერთი ადგილით ლიდერობდნენ პარლამენტში, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი იღებენ 176 ადგილს 349-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში, მემარცხენე ცენტრისტები კი 173 ადგილს. შედეგი ჯერ კიდევ ოფიციალურად უნდა დადასტურებულა. არჩევნებში 20.6 პროცენტით „შვედეთის დემოკრატები“ ლიდერობს, რომელიც ანტიმიგრაციული განწყობებით გამოირჩევა.