შვედეთის პრემიერ-მინისტრი უნგრეთს 23 თებერვალს ეწვევა
შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტენსონი უნგრეთს პარასკევს, 23 თებერვალს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ორბანი სოციალურ ქსელში წერს, კრისტენსონთან ერთად განიხილავს უნგრეთსა და შვედეთს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გეგმებსა და ევროკავშირის სტრატეგიულ დღის წესრიგს.
უნგრეთის პარლამენტი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს ორშაბათს, 26 თებერვალს უყრის კენჭს და სწორედ კენჭისყრამდე ეწვევა შვედეთის პრემიერ-მინისტრი უნგრეთს.
It will be my pleasure to welcome @SwedishPM Ulf Kristersson in Budapest this Friday. We are planning to discuss how to strengthen the defence and security policy cooperation between #Hungary and #Sweden, as well as our plans for the Hungarian Presidency of the Council of the… pic.twitter.com/cnIpoWn850
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) February 20, 2024