შვედეთის პრემიერ-მინისტრი - უკრაინის საკითხზე ევროპა და მსოფლიო გზაგასაყარზეა, ომის დასასრული გავლენას მოახდენს და ჩამოაყალიბებს ევროპის უსაფრთხოებას, ჩვენ ამას სერიოზულად ვუდგებით
შვედეთის პრემიერ-მინისტრი - უკრაინის საკითხზე ევროპა და მსოფლიო გზაგასაყარზეა, ომის დასასრული გავლენას მოახდენს და ჩამოაყალიბებს ევროპის უსაფრთხოებას, ჩვენ ამას სერიოზულად ვუდგებით

შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი გავლენას იქონიებს ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებაზე.

ამის შესახებ კრისტერსონმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ მიწვეული ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინის საკითხზე ევროპა და მსოფლიო ამჟამად გზაგასაყარზეა. ომის დასასრული გავლენას მოახდენს და ჩამოაყალიბებს მთელი ევროპის უსაფრთხოებას მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ამას ძალიან, ძალიან სერიოზულად ვუდგებით“, – აღნიშნა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.