შვედეთის პრემიერ-მინისტრი – შვედეთი უკრაინისთვის იარაღის სწრაფ მიწოდებას გააგრძელებს
შვედეთი უკრაინისთვის იარაღის სწრაფ მიწოდებას გააგრძელებს, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა.
კრისტერსონის თქმით, მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომელიც შესაძლებელს ხდის უკრაინისთვის უფრო თანამედროვე იარაღის მიწოდებას და მნიშვნელოვნად ზრდის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლას.
„ჩვენს ნატო-ელ მოკავშირეებთან ერთად, შვედეთი გააგრძელებს უკრაინისთვის სწრაფი და არსებითი იარაღის მიწოდების ხელშეწყობას. დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო მალე გავერთიანდებით, რათა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომი დავასრულოთ, მით უფრო მეტი სიცოცხლე გადარჩება“, – წერს კრისტერსონი.
I welcome President Trump’s important decision to make it possible to deliver more advanced weapons to Ukraine and to significantly increase the economic pressure on Russia. As one of the biggest donors to Ukraine, and together with our NATO allies, Sweden will continue to…
— Ulf Kristersson (@SwedishPM) July 14, 2025