შვედეთის პოლიციამ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა
შვედეთის პოლიციამ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა

შვედეთის პოლიციამ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა. სამართალდამცავებმა რეიდები შვედეთის ჩრდილოეთ ნაწილში და სტოკჰოლმში ჩაატარეს. პოლიციის ცნობით, დაკავებულები თავდასმის მოწყობას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ. მათთან ერთად სამართალდამცავება კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს, თუმცა ბრალი ჯერ არ წაუყენებით. მიმდინარეობს დაკითხვა.

მომხდარის სხვა დეტალებზე შვედეთის ხელისუფლება არ საუბრობს.

შვედეთის დედაქალაქში ტერორისტული თავდასხმა შარშან აპრილში მოხდა. წარმოშობით უზბეკი მიგრანტი ფეხით მოსიარულეებს სატვირთო მანქანით დაეჯახა. შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.