შვედეთის პოლიციამ მალმეს სარკინიგზო სადგურზე მამაკაცს ესროლა, რომელიც ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა
შვედეთის პოლიციამ ქალაქ მალმეს სარკინიგზო სადგურზე უცნობ მამაკაცს ესროლა, რომელიც ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა.
პოლიციის ცნობით, ინციდენტი დღეს დილით ცენტრალურ სარკინიგზო სადგურზე მოხდა. სამართალდამცველების ცნობით, ინციდენტის დროს არავინ დაშვებულა, გარდა იმ მამაკაცისა, რომელიც გამვლელებს ემუქრებოდა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის გამო სადგურიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ გამნაღმველები.
გამოძიება ჯერ არ აკონკრეტებს, იყო თუ არა მომხდარი ტერორისტული თავდასხმა.
#malmö white bald dude with a duffel bag started banging on the ground yelling “I’ve got a bomb” right next to me at #MalmoC. 10 minutes later I saw him surrounded by police. 3 shots were fired, the station is now evacuated pic.twitter.com/ZAB0Sp65qb
— fnox (@thefnox) June 10, 2019