შვედეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ სტეფან ლოფვენის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა
შვედეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ სტეფან ლოფვენის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

შვედეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ სტეფან ლოფვენის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.

კენჭისყრაზე 349 დეპუტატიდან მთავრობის წინააღმდეგ 181-მა დააფიქსირა ხმა, 51-მა კანონმდებელმა კი თავი შეიკავა.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს გადადგომისთვის ერთი კვირის ვადა აქვს, ან მან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნოს.

გადადგომის შემთხვევაში, პარლამენტის სპიკერს ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოუწევს, პარტიათაშორისი მოლაპარაკებების აწარმოოს. ახალი მთავრობა ხელისუფლებას 2022 წლის სექტემბრამდე, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე შეინარჩუნებს.

პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადება ახალაშენებულ ბინებში ქირავნობის ფასზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმების საკითხს მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის პარტია ამ ზომას მხარს არ უჭერდა, ის საკითხის გადახედვას დათანხმდა.