შვედეთის პარლამენტის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - რუსთაველის გამზირზე ვხედავთ ყოველდღიურ პროტესტს, როგორც საქართველოს მომავლის იმედის შუქურას, თქვენ გვერდით ვდგავართ

ერთი წლის წინ, 26 ოქტომბერს საქართველოს დემოკრატია და საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ხალხს მოჰპარეს, – ამის შესახებ შვედეთის პარლამენტის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი ვიდეომიმართვაში აცხადებს.

„ჩვენ გვინდა, დავადასტუროთ ჩვენი განგრძობადი მხარდაჭერას ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისკენ. ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ პროტესტს რუსთაველის გამზირზე, როგორც საქართველოს მომავლის იმედის შუქურას და ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ“, – აღნიშნავს ერიკ ოტოსონი.

აღნიშნულ ვიდეომიმართვას უერთდებან სლოვაკეთის პარლამენტის, პოლონეთის სეიმის და სენატის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების, ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის, ფინეთის ევროპულ საქმეთა კომიტეტის, ასევე ავსტრიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები. ასევე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია მალმერ სტენერგარდი.