შვედეთის მთავრობა საკონსტიტუციო ცვლილებას გეგმავს, რომ შეძლოს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირებს ჩამოართვას პასპორტები, რომლებიც სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენენ
შვედეთის მთავრობა საკონსტიტუციო ცვლილებას გეგმავს, რომ შეძლოს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირებს ჩამოართვას პასპორტები, რომლებიც სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენენ

შვედეთის მთავრობა კონსტიტუციის შეცვლას გეგმავს, რათა იმ პირებისთვის პასპორტების ჩამორთმევა შეძლოს, რომლებმაც მოქალაქეობა თაღლითური გზით მიიღეს ან სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

შვედეთის იუსტიციის მინისტრმა, გუნარ შტრომერმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, რომლებმაც მოქალაქეობა ყალბი ინფორმაციის, ქრთამის ან მუქარის გზით მიიღეს, ასევე ჯაშუშობის ან ღალატის მსგავს დანაშაულებში მსჯავრდებულებს, შესაძლოა ჩამოერთვათ შვედური პასპორტები.

„ამის მიზეზია ის, რომ შვედეთი სამ პარალელურ და ძალიან სერიოზულ საფრთხეს ებრძვის ჩვენი შიდა უსაფრთხოების კუთხით. ესენია – ძალადობრივი ექსტრემიზმი, შვედეთის წინააღმდეგ მტრულად მოქმედი სახელმწიფო აქტორები, სისტემური და ორგანიზებული დანაშაული“, – განაცხადა გუნარ შტორმერმა.

შვედეთის კონსტიტუციის შეცვლას პარლამენტის თანხმობა სჭირდება, შემდეგ არჩევნების გამართვა და ისევ, რიქსდაგში მეორე კენჭისყრისთვის დაბრუნება.

შვედეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას კენჭისყრა პარლამენტში უნდა გაიმართოს, შემდეგ ჩატარდეს არჩევნები და რიქსდაგში კიდევ ერთი კენჭისყრა.