შვედეთის მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შიდა დებატები დაიწყო
შვედეთის მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შიდა დებატები დაიწყო

შვედეთის მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შიდა დებატები დაიწყო.

პარტიის წევრები, რომლებიც ადრე ეწინააღმდეგებოდნენ შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას, ქვეყნის სტრატეგიულ მდგომარეობას განიხილავენ.

შვედეთის მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ფართო დებატები იქნება.

„ჩვენ უნდა ვეძიოთ უფრო ფართო გაგება იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენ ირგვლივ მსოფლიოში და გავიგოთ უსაფრთხოების პოლიტიკის ამჟამინდელი ხაზის უპირატესობები და უარყოფითი მხარეები. უსაფრთხოების პოლიტიკის დიალოგი ზაფხულამდე უნდა დასრულდეს“, – განაცხდა შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ტობიას ბაუდინმა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ის „არ გამორიცხავს“ ნატო-ში გაწევრიანების ინიციატივას. წევრობის მხარდაჭერა თითქმის გაორმაგდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა 24 თებერვალს, შვედეთში თითქმის 50 პროცენტამდე, ხოლო ფინეთში 60 პროცენტამდე გაიზარდა.