შვედეთის მმართველმა პარტიამ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა
შვედეთის მმართველმა პარტიამ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

შვედეთის მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, თუმცა შვედეთში ნატო-ს ბაზების განთავსებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ნათქვამია შვედეთის მმართველი პარტიის განცხადებაში.

„სოციალ-დემოკრატების პარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია იმუშავებს, რომ შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადოს. ამგვარად, სოციალ-დემოკრატები იმუშავებენ იმისთვის, რომ შვედეთი, თუ განაცხადი ნატო-ს მიერ დამტკიცებული იქნება, გამოთქვამს ცალმხრივ დათქმას შვედეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღისა და მუდმივი ბაზების განლაგების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მმართველი პარტიის პოზიციის გაჟღერების შემდეგ, ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა, რომელმაც თქვა, რომ შვედეთს სჭირდება უსაფრთხოების ფორმალური გარანტიები, რომლებიც მოჰყვება ნატო-ს წევრობას.

„ნატო-ს სასარგებლოდ პოზიცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მზად ვართ უარი ვთქვათ უსაფრთხოების პოლიტიკაზე, რომელიც შვედეთს 200 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ჰქონდა. ჩვენთვის, სოციალ-დემოკრატებისთვის, ცხადია, რომ სამხედრო მიუმხრობლობა კარგად ემსახურებოდა შვედეთს, მაგრამ ჩვენი დასკვნა არის ის, რომ ის არ გამოგვადგება მომავალში. კრემლმა აჩვენა, რომ მზად არის ძალის გამოყენებისთვის და უარს არ ამბობენ შექმნან უზარმაზარი რისკი. ჩვენი უსაფრთხოება მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენი მეზობლების უსაფრთხოებასთან. შვედეთს სამხედრო მიუმხრობლობა აქვს, მაგრამ არ ვართ ნეიტრალურები. ნატო-ს წევრობით შვედეთი არამხოლოდ მიიღებს მეტ უსაფრთხოებას, არამედ იქნება უსაფრთხოების ხელშემწყობი“, – თქვა მაგდალენა ანდერსონმა.