შვედეთის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის „ტვიტერის“ გვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა
შვედეთის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის „ტვიტერის“ გვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

შვედეთის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის „ტვიტერის“ გვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ჰაკერებმა პარტიის კუთვნილ ოფიციალურ ანგარიშში შეღწევა და იქ რამდენიმე განცხადების განთავსება შეძლეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „აფტონბლადეტი“ ავრცელებს.

ჰაკერების მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებებს შორის იყო ინფორმაცია შვედეთის პრემიერ-მინისტრის, სტეფან ლევენის გადადგომის შესახებ.

ამას გარდა, მმართველი პარტიის „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა ცნობები ქვეყანაში მარიხუანას ლეგალიზების შესახებ, ბიტკოინების შეძენისკენ მოწოდება და ანტიმუსლიმური განცხადება.