შვედეთის მეფე სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაციას ულოცავს
შვედეთის მეფე სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაციას ულოცავს

შვედეთის მეფე კარლ მე-16 სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაციას ულოცავს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შვედეთის დიპლომატიური მისია ავრცელებს.

„მისი უდიდებულესობა, მეფე კარლ მე-16 გუსტავი გულწრფელად ულოცავს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაციას“, – ნათქვამია საქართველოში შვედეთის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში.