შვედეთის მეფე აცხადებს, რომ ქვეყანამ პანდემიის დროს ხანდაზმულების დაცვაში კრახი განიცადა
შვედეთის მეფე აცხადებს, რომ ქვეყანამ პანდემიის დროს ხანდაზმულების დაცვაში კრახი განიცადა

შვედეთის მეფე, კარლ XVI გუსტავი აცხადებს, რომ ქვეყანამ პანდემიის დროს ხანდაზმულების დაცვაში კრახი განიცადა.

„ჩემი აზრით, მარცხი განვიცადეთ. ლეტალური შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი გვაქვს და ეს საშინელებაა. წარმოიდგინეთ ის ოჯახები, რომლებმაც საყვარელ ადამიანებთან გამომშვიდობებაც კი ვერ შეძლეს. ვფიქრობ, ეს ყველაზე მძიმე ნაწილია“, –  განაცხადა კარლ XVI გუსტავმა.

შვედეთი ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა იყო, რომელმაც პანდემიის დროს მკაცრი კარანტინი არ დააწესა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე შვედეთში „კოვიდ-19“-ის 348 585 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 7 802 ადამიანი.