შვედეთის ჯანდაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ შესაძლოა, კორონავირუსის პირველი შემთხვევები ქვეყანაში გასული წლის ნოემბერში გაჩნდა
შვედეთის ჯანდაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ შესაძლოა, კორონავირუსის პირველი შემთხვევები ქვეყანაში გასული წლის ნოემბერში გაჩნდა

შვედეთში კორონავირუსი შესაძლოა, გასული წლის ნოემბერში გაჩნდა, – ამის შესახებ შვედეთის ჯანდაცვის სააგენტოში განაცხადეს.

შვედეთის სახელმწიფო ეპიდემიოლოგის, ანდერს ტეგნელის თქმით, მისთვის სიურპრიზი არ იქნება, თუ საფრანგეთის მსგავსად შვედეთს კორონავირუსის შემთხვევები უკვე ნოემბერში ჰქონდა.

შვედურ საინფორმაციო სააგენტო „თითისთან“ (TT) ინტერვიუში, ანდერს ტეგნელმა განაცხადა, რომ უცნაური არ იქნებოდა შემთხვევების აღმოჩენა გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში უხანიდან შვედეთში ჩასულ მგზავრებში.

შვედეთში „კოვიდ-19“-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა 31 იანვარს გამოვლინდა. კორონავირუსი ჩინეთიდან დაბრუნებულ ქალს დაუდასტურდა.