შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

11:23, 26.05.2022

შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ შვედეთი რჩება საქართველოს ერთგულ მეგობრად და მხარდამჭერად. ამის შესახებ შვედი დიპლომატი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ელჩის თქმით, შვედეთი რჩება საქართველოს ერთგულ მეგობრად და მხარდამჭერად.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ. გაუმარჯოს საქათველოს. გაუმარჯოს თავისუფლებას. შვედეთი რჩება თქვენი ერთგულ მეგობრად და მხარდამჭერად. ვუსურვებ მთელ საქართველოს ერთიანობას, მშვიდობას და კეთილდღეობას, ძლიერ დემოკრატიას და ევროპული ინტეგრაციის რეფორმებში პროგრესის გაგრძელებას“, – წერს ულრიკ ტიდერსტრომი.

მსგავსი