შვედეთის ელჩი – სრულად ვუჭერ მხარს საქართველოში ხელისუფლებისა და ოპოზიციისადმი ევროკავშირის მოწოდებას სიტუაციის დეესკალაციისკენ
საქართველოში შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება.
შვედი დიპლომატი აცხადებს, რომ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციისადმი ევროკავშირის მოწოდებას სიტუაციის დეესკალაციისა და დიალოგში მონაწილეობისკენ.
„სრულად ვუჭერ მხარს საქართველოში ხელისუფლებისა და ოპოზიციისადმი ევროკავშირის მოწოდებას სიტუაციის დეესკალაციისკენ, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოქმედებისკენ და გულწრფელ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობისკენ ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის“, – წერს საქართველოში შვედეთი ელჩი ულრიკ ტიდესტრომი.
Fully support the EU’s call on authorities and opposition in Georgia to de-escalate the situation, to act with utmost responsibility, and to engage in sincere political dialogue in the interest of the country and of all Georgian citizens. @SwedeninGEhttps://t.co/I9WC1SWed7
— Ulrik Tideström 🇸🇪 (@UTidestrom) February 18, 2021