შვედეთის ელჩი – მივესალმები, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლეს და ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდება
საქართველოში შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ეხმაურება.
ელჩი კიდევ ერთხელ მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას გადასასვლელი პუნქტები.
„მივესალმები იმ ამბებს, რომ ექიმი გაფრინდაშვილი გაათავისუფლეს სამხრეთ ოსეთიდან და დროულად შეხვდება ახალ წელს ოჯახთან ერთად. კვლავ მოვუწოდებ, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გაიხსნას გამშვები პუნქტები, უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი გადაადგილება და შეწყდეს უკანონო დაკავებები“, – აცხადებს შვედი დიპლომატი.
I welcome the news that Dr. Gaprindashvili has been released from South Ossetia, in time to meet New Year with his family.
Again call for opening of ABL crossing points, full freedom of movement, and stop of illegal detentions. @SwedeninGE— Ulrik Tideström 🇸🇪 (@UTidestrom) December 28, 2019