შვედეთის ელჩი - ჩვენი საელჩოს თავზე დაშვებულია დროშები, რადგან ვგლოვობთ შატილის გზაზე ადამიანების ტრაგიკულ გარდაცვალებას
შვედეთის ელჩი - ჩვენი საელჩოს თავზე დაშვებულია დროშები, რადგან ვგლოვობთ შატილის გზაზე ადამიანების ტრაგიკულ გარდაცვალებას

საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩი ულრიკ ტიდესტრომი „ტვიტერში“ სამძიმრის წერილს ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო.

„დღეს თბილისში, ჩვენი საელჩოს თავზე დაშვებულია დროშები, რადგან ვგლოვობთ შატილის გზაზე ადამიანების ტრაგიკულ გარდაცვალებას. ჩვენი გულითადი სამძიმარი მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს, საქართველოს მოსახლეობას“, – ნათქვამია საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ულრიკ ტიდესტრომის განცხადებაში.

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.