შვედეთი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 2024-2026 წლებში შვიდი მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს
შვედეთი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 2024-2026 წლებში შვიდი მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს

შვედეთი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 2024-2026 წლებში შვიდი მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს.

სამხედრო დახმარება თავდაცვითი აღჭურვილობის, ფინანსური შენატანებისა და შეიარაღების შესაძენად ფინანსური დახმარების გაწევას ითვალისწინებს. შვედეთის მთავრობის განმარტებით, ამ დახმარების შედეგად, ქვეყნის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების საერთო მოცულობა 100 მილიარდი შვედური კრონა იქნება.