შვედეთი ნორვეგიასთან და დანიასთან სამხედრო თანამშრომლობას გააღრმავებს
შვედეთი ნორვეგიასთან და დანიასთან სამხედრო თანამშრომლობას გააღრმავებს

შვედეთი ნორვეგიასთან და დანიასთან სამხედრო თანამშრომლობას გააღრმავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, შვედეთი უახლოეს ხანში მოაწერს ხელს შეთანხმებას ნორვეგიასთან და დანიასთან, რომლის მიზანიც სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაა.

„თუ იქნება კრიზისული სიტუაცია, ჩვენ უკეთ ვიქნებით მომზადებულები, იმ მხრივ, რომ გვექნება უკეთესი კოორდინაცია რეგიონში ანუ უფრო სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას“, – განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პიტერ ჰულქვისტმა.

მისივე განცხადებით, სამი ქვეყნის რესურსების გაერთიანება პოტენციურ მოწინააღმდეგეს უკეთ შეაკავებს.

„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი მზადაა სამხედრო ძალის გამოსაყენებლად, რათა პოლიტიკური ამოცანები და მიზნები შეასრულოს. ჩვენ ვაღრამვებთ თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან რეგიონში, რათა ავწიოთ თამასა კრიზისების პრევენციისთვის“, – განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა.