შვედეთი-კორეის მატჩში პირველ დარტყმას 20 წუთის განმავლობაში ელოდნენ
შვედეთი-კორეის მატჩში პირველ დარტყმას 20 წუთის განმავლობაში ელოდნენ

შვედეთისა და კორეის ნაკრებების მატჩს მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი სტარტი ჰქონდა.

გუნდები დიდი ხანი ეძებდნენ კარში დარტყმის შესაძლებლობას და თითქმის ანტირეკორდი დაამყარეს.

კერძოდ, პირველი დარტყმა სასტარტო სასტვენიდან მხოლოდ 20 წუთის შემდეგ განხორციელდა. ეს არის მეორე შედეგი 1966 წლის შემდეგ, როცა მსოფლიოს ჩემპიონატებზე მსგავსი სტატისტიკის წარმოება დაიწყეს.
აბსოლუტურ ანტირეკორდამდე გუნდებს სულ ცოტა დააკლდათ – ჰოლანდიასა და კოსტა რიკას შორის პირველი დარტყმა 20 წუთისა და 59 წამის შემდეგ იყო.

შვედეთისა და სამხრეთ კორეის მატჩი სკანდინავიელებმა 1:0 მოიგეს.