შვედეთი ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს საზღვრებს 31 აგვისტომდე არ გაუხსნის
შვედეთი ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს საზღვრებს 31 აგვისტომდე არ გაუხსნის

შვედეთი ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს საზღვრებს 31 აგვისტომდე არ გაუხსნის.

შვედეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, შვედეთში ვერც ევროკავშირის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული 15 ქვეყნის მოქალაქეები იმოგზაურებენ.

ამასთანავე, სამინისტროს ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, გამარტივდება საზღვრების გადაკვეთის პროცედურები ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება შვედეთის მინისტრთა საბჭოს რეკომენდაციაზე დაყრდნობით არის მიღებული და ის 4 ივლისიდან შევა ძალაში.

გუშინ, ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვედეთი ევროკავშირის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებულ 15 ქვეყანას საზღვრებს 4 ივლისიდან გაუხსნიდა.