შვედეთი აშშ-სგან საჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტს" შეიძენს
შვედეთი აშშ-სგან საჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტს" შეიძენს

შვედეთი უახლოეს მომავალში საჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტის” შესაძენად, ამერიკულ კომპანია “Raytheon Co”- სთან მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ როიტერი” ავრცელებს.

სტოკჰოლმი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას რუსეთთან დაძაბული ვითარების ფონზე ახორციელებს.

„პეტრიოტის” თაობაზე შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები უკვე დავასრულეთ, ახლა ხელისუფლებას უნდა მივმართოთ ნებართვისთვის, რათა ხელი მოაწეროს კონტრაქტს”, – აცხადებს არმიის გადაიარაღების ოფისის ხელმძღვანელი ხოაკიმ ლევინი.

მისი თქმით, შეთანხმება 4 სარაკეტო კომპლექსს, ინსტრუქტაჟსა და რაკეტების გასაიდუმლოებულ რაოდენობას მოიცავს. შვედური მხარისთვის შეიარაღების მიწოდება 2021 წლიდან დაიწყება.

თავდაცვით სისტემა „პეტრიოტს” დღეისათვის 15 ქვეყანა ფლობს. მათ შორის, ნატო-ს წევრი ქვეყნები -გერმანია, ჰოლანდია, რუმინეთი და პოლონეთი.