„შურისმაძიებლები- უსასრულობის ომის” შემოსავალმა მსოფლიო რეკორდი მოხსნა
„შურისმაძიებლები- უსასრულობის ომის” შემოსავალმა მსოფლიო რეკორდი მოხსნა

ფილმი „შურისმაძიებლები- უსასრულობის ომი” შემოსავლებით მსოფლიო რეკორდებს ხსნის. ინფორმაციას ამის შესახებ hollywoodreporter ავრცელებს. ფილმი Marvel-ის სტუდიის ისტორიაში ყველაზე გრანდიოზული და მასშტაბური პროექტია.

ჯერ მხოლოდ ერთი კვირა გავიდა და სურათმა შემოსავლებით უკვე მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამერიკის კინოთეატრებში, „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომმა ” 250 მილიონი დოლარის მოგროვება შეძლო. მსოფლიო მასშტაბით კი 630 მილიონი მოაგროვა.

ფილმში რობერტ დაუნი-უმცროსი, კრის ევანსი, კრის ჰემსვორტი, ტომ ჰოლანდი, ბენედიქტ კამბერბეტჩი, მარკ რუფალო, სკარლეტ იოჰანსონი, კრის პრეტი და სხვა ვარსკვლავები მონაწილეობენ.