ქობულეთის „შუქურას“ რევაზ გოცირიძე გაწვრთნის – ინფორმაციას ქობულეთური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„შეთანხმება მიღწეულია. რევაზ გოცირიძე ქობულეთის „შუქურას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს“, – წერია ქობულეთური კლუბის პრესსამსახურის ცნობაში.
40 წლის სპეციალისტი ორი სეზონის განმავლობაში საფეხბურთო კლუბ „თელავის“ მთავარი მწვრთნელი იყო, რომელიც სექტემბერში დატოვა. მანამდე გოცირიძე „საბურთალო 2“-ს წვრთნიდა.
შეგახსენებთ, რომ „შუქურამ“ 2021 წელს პლეი ოფში „გაგრასთან“ ითამაშა, ორმატჩიან დაპირისპირებაში დამარცხდა და ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა, ხოლო მთავარ მწვრთნელს, გიორგი შაშიაშვილს კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა ამოეწურა და მხარეებმა აღარ გაახანგრძლივეს.