„შუქურას“ ფრე აზერბაიჯანულ გუნდთან
„შუქურას“ ფრე აზერბაიჯანულ გუნდთან

ბაქოში საწვრთნელ შეკრებაზე ქობულეთის „შუქურამ“ მეორე ამხანაგური შეხვედრა აზერბაიჯანის პირველი ლიგის ლიდერ ბაქოს „სებაილთან“ გამართა და ფრედ 1:1 დაასრულა.

ქობულეთელებიდან ერთად-ერთი გოლი ბრაზილიელი ლეგიონერის ტაფარელის ანგარიშზეა. „შუქურა“ კიდევ ორ ამანაგურ შეხვედრას გამართავს – ერთს ადგილობრივ და ერთსაც ირანულ გუნდთან, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით კი „შუქურა“ შინ 18 თებერვალს დაბრუნდება.

„შუქურა“ – „სებაილო“ 1:1

„შუქურა“: თებიძე, ფარტენაძე, ადამაძე, კალანდია, სუხიაშვილი, კომახიძე, ჯეფერსონი, გურეშიძე, აშორდია, ჯიქია, ტაფარელი.

სათადარიგოები: ჯინჭარაძე, კურმაშვილი, ნემსაძე, ფოთელიძე, კვანტალიანი, გოგიტიძე.

და ბოლოს – „შუქურას“ ვებგვერდის ცნობით, ბაქოში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა ახალწვეულებმა, გიორგი ჯანელიძემ და გურამ ადამაძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვეს.