„შუქურა“ კობიაშვილმა ჩაიბარა
„შუქურა“ კობიაშვილმა ჩაიბარა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქობულეთის „შუქურას“ თენგიზ კობიაშვილი გაწვრთნის. 43 წლის მწვრთნელი, რომელიც მცირე ხნის წინ ძმები არველაძეების მიწვევით ტაშკენტის „ფახტაკორში“ სტაჟირებას გადიოდა, გუნდის კრიზისიდან გამოყვანას შეეცდება.

თენგიზ კობიაშვილი თამაშობდა თბილისის „სტუ – შევარდენში“, „ვიტ ჯორჯიასა“ და თბილისის „დინამოში“, კარიერის ბოლოს სამი სეზონი კი უზბეკეთში ჩაატარა.

კობიაშვილმა სამწვრთნელო კარიერა 2015 წელს „ვიტ ჯორჯიადან“ დაიწყო, სადაც ასაკობრივ გუნდებში იმუშავა და ბოლოს მთავარ გუნდში დააწინაურეს. გუნდი კი იანვარში დატოვა.

კობიაშვილს „შუქურას“ ფეხბურთელთა ფიზმოზმადებაში ასევე ცნობილი ფეხბურთელი დავით დიღმელაშვილი დაეხმარება. ეროვნული ლიგა 2-ის შემდეგ, ტურში „შუქურა“ ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ სწორედ თენგიზ კობიაშვილმა გამოიყვანა და აუტსაიდერმა მოულოდნელად ერთ-ერთ ლიდერთან ქულა მოიპოვა.