შუხუთში ლელობურთი მიმდინარეობს [ფოტო/ვიდეო]

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ლელობურთი დაიწყო.

თითქმის ორასი წელია, გურულები წელიწადში ერთხელ ლელობურთს აღდგომის დღესასწაულზე თამაშობენ.

ამ დღეს მოსახლეობა ორ გუნდად იყოფა და ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები უპირისპირდებიან. ვინც შეძლებს და ერთფუთიან ბურთს თავისი სოფლისკენ წაიღებს, გამარჯვებულად ის ითვლება.

დღეს შუხუთში ლელობურთის სანახავად უცხოელი ტურისტები, ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან.