შუამთასთან არასეზონური საბურავების მქონე ოცამდე მანქანაა გაჩერებული და გზის გახსნას ელოდება
შუამთასთან არასეზონური საბურავების მქონე ოცამდე მანქანაა გაჩერებული და გზის გახსნას ელოდება

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანპორტის მოძრაობის შეზღუდვის გამო, არასეზონური საბურავების მქონე ოცამდე მანქანა შუამთასთანაა გაჩერებული და გზის გახსნას ელოდება.

გომბორის უღელტეხილზე ვერონა-შუამთის მიმართულებით მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით და მანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიცია არეგულორებს.

„პრობლემურ მონაკვეთებზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდით სამუშაოები, ტექნიკური მარილისა და ქვიშის მოყრა. ერთ საათში უფრო უკეთესი მდგომარეობა გვექნება გზაზე, მაგრამ ე.წ. კაპრონის საბურავებიანი მანქანით გადაადგილებას არ ვურჩევთ მძღოლებს, რადგან ცალკეულ უბნებზე შეიძლება, შეფერხება შეექმნათ“,- განუცხადა საქართველოს პირველ არხს საგზაო სამმართველოს წარმომადგენელმა თამაზ აბდულაშვილმა.

გომბორის უღელტეხილზე ამ დროისთვის თოვა და ქარი შეწყდა.

უღელტეხილზე ტემპერატურა მინუს 14 გრადუსია.