შუალედურ არჩევნებში ხულოს მერობის კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ჯორბენაძეს დაასახელებს
შუალედურ არჩევნებში ხულოს მერობის კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ჯორბენაძეს დაასახელებს

19 მაისის შუალედურ არჩევნებზე ხულოში მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ჯორბენაძე იქნება. მხარდამჭერებს კანდიდატს პარტიის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ხულოს თეატრის შენობაში დღეს წარუდგენს.

ირაკლი ჯორბენაძე 2014 წლიდან ხულოს ორი მოწვევის საკრებულოს წევრია.

მმართველი პარტიიდან ხულოს მერობის კანდიდატი მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძეა.

„ქართულმა ოცნებამ“ მისი კანდიდატურა რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად დაასახელა.

ხულოს მერის პოსტი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც 2018 წლის 18 ოქტომბერს არჩეულმა მერმა გოჩა მელაძემ თანამდებობა დატოვა. მას შემდეგ ხულოს მერის მოვალეობას ვახტანგ ბერიძე ასრულებს. შუალედური არჩევნები აჭარის მასშტაბით მხოლოდ ხულოში გაიმართება.

დატოვე კომენტარი