შუახევში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა
შუახევში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

შუახევში, ბარათაულის თემში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი მეოთხე სახლზეც გავრცელდა.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო ოთხი სახანძრო ეკიპაჟი. მეოთხე სახლის გადარჩენა მოხერხდა, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

შუახევის მერიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა 14-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

დამწვარია დამხმარე ნაგებობებიც.

ანალოგიური შემთხვევა შუახევში სამი დღის წინაც მოხდა. მაშინაც ერთდროულად სამი სახლი დაიწვა.

დაზარალებულ ოჯახებს შუახევის მერია 15 ათასი ლარით დაეხმარება.