შუახევში ხეზე რქით გაჭედილი ჯიხვი მაშველებმა გადაარჩინეს [ვიდეო]

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიჭაურის მიმდებარედ მეხანძრე-მაშველებმა ჯიხვი გადაარჩინეს.

როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცხოველი კლდეზე იყო ჩარჩენილი. ჯიხვი ხეზე რქით გაიჭედა და გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.

ადგილზე დასახმარებლად იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შუახევის სამმართველოს თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა ჯიხვი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს და გაუშვეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.