შუახევში ხე-ტყით ​დატვირთული ავტომანქანა გააჩერეს
შუახევში ხე-ტყით ​დატვირთული ავტომანქანა გააჩერეს

შუახევში სარეალიზაციოდ გამზადებული ხე-ტყით ​დატვირთული ავტომანქანა გააჩერეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები.

მოქალაქე, რომელსაც ხე-ტყე სარეალიზაციოდ გადაჰქონდა, აცხადებს, რომ მას ყველა საჭირო საბუთი და ნებართვა აქვს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ​აჭარის სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსის, მიხეილ მარგალიტაძის განცხადებით, მოქალაქის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში რეგლამენტის დარღვევა დაფიქსირდა. მისივე განმარტებით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს ერთწლიანი ვადა ამოწურული აქვს.

„მოქალაქე ახორციელებდა ფიცრის ტრანსპორტირებას, რომელზეც წარმოადგინა წარმოშობის დოკუმენტი. დოკუმენტი იყო რეგლამენტის დარღვევით, რაზეც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები გაატარებენ შესაბამის სამართლებრივ  ღონისძიებებს“, – აღნიშნა მიხეილ მარგალიტაძემ.

დატოვე კომენტარი