შუახევში, დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან აქცია მიმდინარეობს [ვიდეო]

ხმაურია შუახევის მერიის შენობასთან. ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები, რომლებმაც ხულოში გამართეს აქცია, შუახევში გადაინაცვლეს და მაჟორიტარ ანზორ ბოლქვაძის ბიუროში შესვლას ცდილობენ.

მაჟორიტარის ბიურო შუახევში მერიის შენობაშია განთავსებული.

აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ მერიის თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.

​ადგილზე მობილიზებულია პოლიციაა. ამასთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ მას პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ისმის სასტვენების ხმა, ასევე შეძახილები „მონა“.