შტუტგარტთან ახლოს, „მერსედესის“ ერთ-ერთ ქარხანაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
შტუტგარტთან ახლოს, „მერსედესის“ ერთ-ერთ ქარხანაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

შტუტგარტთან ახლოს, „მერსედესის“ ერთ-ერთ ქარხანაში სროლა იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი. მათივე ცნობით, თავდამსხმელი მამაკაცი უკვე დაკავებულია.

შტუტგარტი​ს პროკურატურაში დეტალებზე არ საუბრობენ. უცნობია, რა გარემოებაში მოხდა თავდასხმა და რა გახდა მოტივი.

სროლის შედეგად ერთი პირი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

პოლიციის ცნობით, ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო და შემთხვევის ადგილზე საფრთხე აღარ არსებობს.