შტუტგარტში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები 10 ათასამდე ადამიანმა გააპროტესტა

22:31, 03.04.2021

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში კოვიდშეზღუდვები 10 000-მდე ადამიანმა გააპროტესტა.

ქალაქში ერთდროულად 10 სხვადასხვა აქცია გაიმართა. აქტივისტების უმეტესობას პირბადეები არ ეკეთა და სოციალურ დისტანციას არ იცავდა.

აქციების მონაწილეთა უსაფრთხოებას ასობით პოლიციელი იცავდა.

აღსანიშნავია, რომ კოვიდშეზღუდვების მოწინააღმდეგეებთან ერთად შტუტგარტში აქცია ლოკდაუნის გამკაცრების მომხრეებმაც გამართეს.

გერმანიაში კარანტინის რეჟიმი 18 აპრილამდეა ძალაში. მოქალაქეებს კვლავ ურჩევენ, შეამცირონ სოციალური კონტაქტები. დამსაქმებლებს მოუწოდებენ თანამშრომლების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში პირბადის ტარება სავალდებულოა.

მსგავსი