„შტუტგარტი“ და „არმინია“ პირველ ბუნდესლიგაში ითამაშებენ, „ჰაიდენჰაიმი“ გადათამაშებაში „ვერდერს“ შეხვდება
მეორე ბუნდესლიგის 34-ე ტურის მატჩში „შტუტგარტმა“ „დარშტადტთან“ 1:3 წააგო, მაგრამ მაინც მოიპოვა მომავალ სეზონში პირველ ბუნდესლიგაში თამაშის უფლება. ეს იმის გამო მოხდა, რომ პარალელურ მატჩში „არმინიამ“, რომელსაც პირველი ადგილი უკვე განაღდებული ჰქონდა, 3:0 დაამარცხა „შტუტგარტის“ უახლოესი მდევარი „ჰაიდენჰაიმი“.
ამრიგად, „არმინიასა“ და „შტურგარტს“ მომავალ სეზონში პირველ ბუნდესლიგაში ადგილი გარანტირებული აქვთ, „ჰაიდენჰაიმმა“ კი მესამე ადგილი დაიკავა და გადათამაშებაში ბრემენის „ვერდერს“ შეხვდება, რომელიც პირველ ბუნდესლიგაში მე-16 ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ „ჰაიდენჰაიმის“ დამარცხებით ვერ ისარგებლა „ჰამბურგმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ზანდჰაუზენთან“ 1:5 წააგო და მომავალ სეზონშიც მეორე ბუნდესლგაში ითამაშებს.