გერმანული კლუბი „შტუტგარტი“ ბუნდესლიგიდან გავარდა. კლუბი პლეიოფის განმეორებით შეხვედრაში „უნიონ ბერლინს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა და მომავალი სეზონიდან „შტუტგარტი“ მეორე ბუნდესლიგაში იასპარეზებს. პირველი მატჩი შტუტგარტში გაიმართა და ანგარიშით 2:2 დამთავრდა. ბერლინური კლუბი ბუნდესლიგაში პირველად ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ „შტუტგარტი“ გერმანიაში საკმაოდ ცნობილი და ტიტულოვანი კლუბია, რომელსაც გერმანიის ჩემპიონატი ხუთჯერ, გერმანიის თასი სამჯერ, გერმანიის სუპერთასი ერთხელ და ინტერტოტოს თასი ორჯერ აქვს მოგებული.
კლუბი 1893 წლიდან არსებობს და მათი არენა – „გოტლიბ დაიმლერ სტადიონი“ 60441 მაყურებელს იტევს.